ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სწავლა სკოლაში

ადამიანის უფლებები

ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ მხოლოდ ამის შემდგომ შეძლებს განსაზღვროს როგორ უნდა მოექცეს  ის სხვებს და თავად სხვები როგორ უნდა მოექცნენ მას, ამისათვის კი საჭიროა  სკოლის პერიოდიდანვე მაქსიმალურად იქნეს ყურადღება გამახვილებული, რომ სწორად იქნეს ბავშვებისთვის მიწოდებული თავიანთი უფლებების და თავისუფლებების შესახებ, თუმცა ეს არ უნდა ატარებდეს მხოლოდ თეორიულ ხასიათს, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებელია სწავლა წარიმართოს ისეთ გარემოში სადაც პატივს სცემენ უფლებებსა და თავისუფლებებს როგორც მოსწავლეეები, ისე მასწავლებლები და ასევე სკოლის ადმინისტრაცია. თუ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვვის კულტურა არ იქნება ჩამოყალიბებული მოსწავლემ შეილება სწავლის პროცესი არარელევანტურად ჩათვალოს. გამომდინარე აქედან ვფიქრობ, რომ აუცილებელია ცოდნა, რომელიც იქნება შემდგომი განვითარების წინაპირობა განსაკუთრებით კი რეგიონებში სადაც ყველაზე მეტად საზოგადოება არა საკუთარი უფლებების მიხედვით არამედ საზოგადოებრივი აზრის მიხევით მოქმედებს და ცხოვრობს. 

Коментари