კინო კლუბი ქობულეთში

თავისუფალი მიმართულება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კულტურული გასართობი ღონისძიებების მრავალფეროვნების მიზნით საჭიროდ მიმაჩნია კინო კლუბის მოწყობისა და ფილმების ჩვენების იდეის რეალიზება.ახალგაზრდები გართობის მიზნით დიდ დროს უთმობენ კომპიუტერულ თამაშებს, რასაც მთელ რიგ პრობლემებამდე მივყავართ.აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა სოციალურ-კულტურული პროექტების დანერგვა, რომელიც გააღვივებს ხელოვნების მიმართ ინტერესსა და ხელს შეუწყობს სოციალური ცნობიერების ზრდას.

იდეა გულისხმობს კვირაში ერთ დღეს  ფილმის ჩვენებას,რომლის შერჩევა წინასწარ მოხდება მაყურებლების ინტერესის შესაბამისად ონლაინ გამოკითხვის გზით.ყველაზე მეტი მოწონების მქონე ფილმი გავა საჩვენებლად. აღნიშნული იდეასთან დაკავშირებით არა  მარტო ახალგაზრდების, არამედ უფროსი თაობის ინტერესიც მაღალი იქნება.

იდეა საჭიროებს შესაბამის ფინანსურ უზრუნველყოფას.

Коментари