თეატრი

მოგესალმებით! ჩემი,როგორც ერთი კონკრეტული ახალგაზრდის   იდეა გახლავთ ასეთი,რომ აშენდეს პატარა თეატრი. არ არის აუცილებელი დიდი მასშტაბის , მთავარია ახალგაზრდებისთვის საკმარისი იყოს. თეატრი  და იქ გამართული წარმოდგენები ქობულეთელ ახალგაზრდებს დაეხმარებათ განვითარებაში ,უფრო მეტის სწავლაში ,შემეცნებაში...რადგან თეატრი ამ ყველაფერს მოიცავს. ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები,შეხვედრები იქნება ძველ და თანამედროვე მსახიობებთან და ა.შ. ეს ყოველივე კულტურის სფეროს განვითარებასაც შეუწყობს ხელს და ახალგაზრდების დაინტერესებასაც. კარგი იქნება პატარა კინოთეატრის მოწყობაც,ახალგაზრდები გაერთობიან და შესანიშნავი თავშეყრის ადგილიც იქნება. ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია.   წარმატებებს გისურვებთ!

Σχόλια