თუ გსურთ OPIN-ზე პროექტის შექმნა, ამის გაკეთება სულ რამდენიმე ნაბიჯში მარტივად შეგიძლიათ! უბრალოდ წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები:
1. მომხმარებლის სახელის გვერდით, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს და აირჩიეთ თქვენი ორგანიზაციის სახელი ჩამოსაშლელ მენიუში.
2. მენიუში, მარცხენა მხარეს აირჩიეთ ღილაკი პროექტები.
3. გვერდის ზედა ნაწილში დააჭირეთ ღილაკს პროექტის შექმნა.
4. აირჩიეთ მონაწილეობის პროცესის შესაბამისი შაბლონი და დააჭირეთ ღილაკს გამოიყენე ეს შაბლონი. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი შაბლონი აირჩიოთ, იხილეთ გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც დაგეხმარებათ ამა თუ იმ კითხვებზე პასუხის გაცემაში და გაგიწევთ შაბლონის შერჩევის რეკომენდაციას. ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ტიპები და მექანიზმები OPIN -ზე შემოთავაზებული ყველა სახეობის შაბლონებზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად.
5.გამოჩნდება ფორმა პროექტის შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეტანის მოთხოვნით (მაგ. დასახელება, მოკლე აღწერა, სურათი და ა. შ.). შეავსეთ თავისუფალი (გამოტოვებული) ადგილები და დააჭირეთ ღილაკს პროექტის შექმნა.
6.ხელსაწყოთა პანელი (dashboard), რომელშიც თქვენი პროექტების რედაქტირება და მართვაა შესაძლებელი გამოჩნდება ახლა. ზედა მარჯვენა კუთხეში იხილავთ წრეს, რომელიც გიჩვენებთ, რამდენი პროცენტი გაკლიათ პროექტის გამოქვეყნებამდე.
7. პროექტის სამართავი ღილაკები: მარცხენა მხარეს იხილავთ პროექტის სამართავ ყველა ღილაკს. თქვენი პროექტის დასრულებისთვის საჭიროა წითელი ძახილის ნიშნით ! აღნიშნულ ღილაკს დააჭიროთ და შეიყვანოთ საჭირო ინფორმაცია. ინფორმაცის შეყვანა ყველა სხვა ღილაკებზე დაჭერითაც შეგიძლიათ.
7.1 ღილაკი ძირითადი პარამეტრები, რომელიც ახლა არის გახსნილი, შეიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ ფორმაში შეიყვანეთ და იძლევა არჩევანის საშუალებას, ჰქონდეთ თუ არა წვდომა თქვენს პროექტზე ყველა OPIN-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს (საჯარო) თუ მხოლოდ მოწვეულ მომხმარებელს (კერძო). დააჭირეთ ღილაკს შენახვა.
7.2 ღილაკი ინფორმაცია: აქ მოგთხოვენ, რომ აღწეროთ თქვენი პროექტი და მისი მიზანი. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შენახვა.
თქვენი პროექტის მონაწილეები იხილავენ ამ ინფორმაციას, პროექტის ინფორმაციის განყოფილებაში.
7.3 ღილაკი შედეგი: დაწერეთ პროექტის მოსალოდნელი შედეგი და თქვენი პროექტის დასრულების შემდეგ დაამატეთ შედეგების შეჯამება. დააჭირეთ ღილაკს შენახვა.
7.4 ღილაკი ინტერნეტის გარეთ აქტივობა: დაამატეთ ინტერნეტის გარეთ აქტივობები თქვენს პროექტს. დააჭირეთ ღილაკს აქტივობის დამატება, შეიყვანეთ აქტივობის დასახელება, აღწერილობა და თარიღი და დააჭირეთ ღილაკს შენახვა. თქვენს თაიმლაინს დაემატება ინტერნეტის გარეთ აქტივობა.
7.5 ღილაკი მოდერატორი: მოიწვიეთ პროექტის მოდერატორები ელ. ფოსტის საშუალებით. მოწვევების გაგზავნისთვის დააჭირეთ ღილაკს დამატება.
ღილაკი მომხმარებელი (მხოლოდ კერძო პროექტებისთვის): ელ. ფოსტის საშუალებით მოიწვიეთ თქვენი პროექტის მომხმარებლები. მოწვევების გაგზავნისთვის დააჭირეთ ღილაკს დამატება.
გააგრძელეთ წაკითხვა
7.6 ღილაკი ეტაპი: შეიყვანეთ მონაწილეობის ეტაპების დასახელება და აირჩიეთ თითოეული ეტაპის დასაწყისი და დასასრული. დააჭირეთ ღილაკს დამატება.
გააგრძელეთ წაკითხვა
7.7ღილაკი კატეგორია: დააჭირეთ ღილაკს კატეგორიის დამატება, რომ პროექტს შინაარსის სტრუქტურირების მიზნით დაამატოთ კატეგორია. მომხმარებლებს შეუძლიათ შეტყობინება (პოსტი) თქვენს მიერ შექმნილ კატეგორიებს მიუსადაგონ. დააჭირეთ ღილაკს დამატება.
7.8 ღილაკი ექსპორტი: დააჭირე ექსპორტის ღილაკს, შედეგების csv ან ექსელ ფაილით ჩამოსატვირთად.
8. ახლა თქვენი პროექტი მზად არის გამოსაქვეყნებლად. მარჯვენა მხარეს მდებარე წრე უნდა იყოს უკვე შევსებული და გამოქვეყნების ღილაკი გააქტიურებული. პროექტის გამოსაქვეყნებლად, დააჭირეთ ღილაკს გააქტიურება.
9. თქვენი პროექტის სანახავად, დააჭირეთ ღილაკს ნახვა.