პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება რთული პროცესია, რომელიც შემუშავება განპირობებულია არსებულ პოლიტიკური კონტექსტით. როგორ არის შესაძლებელი უზრუნველყოთ ასეთ რთულ და ზოგჯერ, სადავო პოლიტიკურ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა?
პირველი ნაბიჯი არის ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნის განსაზღვრა. მალტას ახალგაზრდული პოლიტიკის შემთხვევაში სამი ფაქტორი იყო გასათვალისწინებელი. პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავდა 2020 წელს და ის იყო ყოვლისმომცველი მის სტრატეგიულ მიზნებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იყო მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის დოკუმენტს აკლდა განხორციელების კონკრეტული ბერკეტები. სტრატეგიულ დონეზე მიზნების განახლების კუთხით მონაწილეობის ნაკლები შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა საკმაოდ დიდი მოქმედების ასპარეზი რჩებოდა ამ მიზნების განხორციელების ახალი აქტივობებით გამრაველაფერობნების კუთხით.
პოლიტიკის დოკუმენტი 50-ზე მეტ გვერდს შეიცავდა, რაც გამოწვევაა ახალგაზრდების მონაწილეობისთვის, რადგან მისი წაკითხვა შედარებით ბევრ დროს მოითხოვს.
როგორ მოახერხა მალტას ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდული პოლიტიკისთვის 150 მიმოხილვისა და კონკრეტული წინადადების შეგროვება?
ორგანიზაციამ მიმართა შემდეგ ხერხს:
მალტას ახალგაზრდობის სააგენტომ მოაწყო სამი ფოკუს ჯგუფი სკოლებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, რათა შეეგროვებინათ იდეები კონკრეტული ქმედებებისთვის და გაევრცელებინათ ინფორმაცია პროექტის შესახებ. OPIN-ის ტექსტის მიმოხილვის ინსტრუმენტმა (LINK) მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა ონლაინ რეჟიმში სტრატეგიაზე დაეტოვებინათ თავიანთი კომენტარები აქტივობების იდეებთან დაკავშირებით. ამ მოდულით შესაძლებელია გრძელი ტექსტების დაყოფა პატარა ნაწილებად. თითოეული ტექსტის მონაკვეთზე შესაძლებელია კომენტარის გაკეთება. ეს აადვილებს კონკრეტულ ტექსტზე შეთანხმებას და ქვესაკითხები განხილვას.
პროექტის შედეგად, ახალგაზრდული პოლიტიკა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა უფრო კარგად ასახავს ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს, რადგან ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ იდეების გენერირებაში. ფოკუს ჯგუფების, სოციალური მედიის არხებისა და პირდაპირი საუბრების საშუალებით, შესაძლებელი გახდა ახალგაზრდების ონლაინ მონაწილეობისთვის საფუძვლის შექმნა. უშუალო ინტერაქცია ახალგაზრდებთან და ონლაინ პლატფორმის გამოყენება აღმოჩნდა ახალგაზრდული სტრატეგიის გადახედვის ერთ-ერთი ეფექტური გზა.
პროექტის შედეგები პირადად წარედგინა მალტის ინკლუზიისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს ჯულია ფარუგია პორტელის:
„საჯარო კონსულტაციების პროცესში ახალგაზრდებმა 150-ზე მეტი კომენტარი გააკეთეს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე. შემდეგი საფეხური არის ამ იდეების გათვალისწინება ახალგაზრდული პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტში. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ახალგაზრდების იდეების ხელშეწყობა“.
ამაზე მუშაობა ახლახან დაიწყო. შემდეგი ეტაპია პოლიტიკის დოკუმენტის განხორციელება. ახალგაზრდებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ამაში ყოველ სამ თვეში ერთხელ სხვადასხვა საკონსულტაციო ფორმატში.
Aġenzija Żgħażagħ ახალგაზრდებს აძლევს დროსა და სივრცეს, რათა დამეგობრდნენ, ისწავლონ ახალი გზები და განავითარონ თავიანთი ნიჭი ჩვენი რეგიონალური ახალგაზრდული სერვისებისა და ჩვენი ვრცელი გაძლიერების პროგრამის მეშვეობით.