მომავალი შენს ხელშია

ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ლუდომანიის პრევენცია, შიდა მიგრაციისა და დაბინძურების შემცირება.

 მოცემული აქტივობების განხორციელებით ჩვენ შევამციროთ და გადავჭრით მოცემულ ოთხ პრობლემა. დაგეგმილი აქტივობები არამარტო ახალგაზრდებს, არამედ ჩვენ რეგიონში მოქმედ ორგანიზაციებსაც მოუტანს სარგებელს. ჩვენი იდეა საწყის ეტაპზე ეხება გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების დახმარებასა და განვითარებას, შემდგომში ჩვენ მიერ შემუშავებული სამოქმედო მოდელის სხვა მუნიციპალიტეტში დანერგვის პერსპექტივით.

პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ინფორმაციის ნაკლებობა მუნიციპალეტში არსებული სერვისების, შესაძლებობებისა და სიახლეებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ჩვენ ვაპირებთ შემდეგი ქმედებების საშუალებით. თავდაპირველად ვაპირებთ კვლევის ჩატარებას ახალგაზრდების საჭიროებების შესახებ. კვლევა მოიცავს როგორც ონლაინ ისე ფიზიკურ გამოკითხვას, რაც ასევე მოიცავს გასვლით და ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ აქტივობებში მონაწილე ახალგაზრდების გამოკითხვას. 

გამოკითხვების დასრულების შემდეგ მოხდება შედეგების ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა, რის შემდეგაც დაიწყება საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. აღნიშნული შეზვედრებით ახალგაზრდებს ავუმაღლებთ ცნობიერებას, შევაგროვებთ კონტაქტებს და შევქმნით მონაცემთა ბაზას შემდგომი აქტივობების განსახორცილებლად. ამის პარარელურად გვექნება შეხვედრები პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებსაც გავაცნობთ კვლევის შედეგებს და შევიმუშავევბთთ სამოქმედო გეგმას.

სამოქმედო გეგმა მოიცავს კულტურულ აქტივობების: სამაგიდო თამაშები(სადაც შედის "ამას სად ვაგდებთ" რომელიც ეხება ნარჩენების სეპარირებას), ფილმის ჩვენება, თეატრალური ღონისძიებები. კულტურული ღონისძიებებით შევძლებთ ახალგაზრდების გააქტიურებას და მათ მავნე ჩვევების მოშორებას, ასევე საინფორმაციო: ვიდეეორგოლები, ინტერვიუები ა.შ. და საგანმანათლებლო: ტრენინგები, ვებინარები, ვორქშოპები. აქტივობებს. 

შიდა მიგრაციის პრევენციის მიზნით ჩვენ დავეხმარებით ახალგაზრდებს მათი საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. მოვახდენთ მათ ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რითაც ისინი შეიძენენ კონტაქტებს, ცნობადობას და გამოცდილებას, ასევე დავაკავშირებთ დასაქმების სააგენტოსთან. 

საბოლოოდ, ყველა აქტივობა დასრულდება გამოფენა-ფესტივალით. ფესტივალზე მოხდება ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა აქტივობის შეჯამება, აქტიური ახალგაზრდების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის და ახალი საინიციატივო ჯგუფების წარდგენა, რომელთაგანაც მოვისმენთ ახალ იდეებს. ამასთან ერთად ჩვენ წარვუდგენთ პუბლიკას პარტნიორ ორგანიზაციებს. ფესტივალზე ასევე ჩატარდება სამაგიდო თამაშების კონკურსი სიმბოლური პრიზებით.

ჩვენი მხარდამჭერი ირგანიზაციებია:

-"ახალგაზრდული ჰორიზონტი"

-საზოგადოება "ბილიკი";

-"ედეკი"

-დასაქმების სააგენტო "სესა"

-გორის მერია

-გორის საკრებულო

-წითელი ჯვარი

-ახალგაზრდა მკვლევართა ასოციაცია

ასევე ჩვენ მივიჩნევთ ყველა აქ მყოფს ჩვენ პოტენციურ მხარდამჭერებად.

განხორციელებული აქტივობებით მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ლუდომანიისა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება, გარემოს დაბინძურების შემცირება, შიდა მიგრაციის შემცირება, ახალგაზრდების დასაქმება და კონტაქტებისა და მონაცემთა ბაზის შექმნა.

რესურსები:

-ადამიანური რესურსები(ტრენერი)

-საკანცელარიო ნივთები

-ყავის შესვენება

-ტრანსპორტირება.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ამ იდეაზე, შესაბამისად მომზადებული გვაქვს ინტელექტუალური, ადამიანური და ტექნიკური რესურსები აღნიშნული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

Σχόλια