შშმ პირები ,,კულისებში"

ადამიანის უფლებები

პრობლემა: შშმ პირები ,,კულისებში''

მიზეზები:

  • საზოგადოების არასასიამოვნო დამოკიდებულება მათ მიმართ;
  • ადაპტირებული გარემოს არქონა;   
  • ნაკლები მოტივაცია მშობლებისგან; 
  • არასაკმარისი პირობები საგანმანათლებლო დაწესებულებებში; (განათლების მიღების შეზღუდვა)
  • არაფორმალური განათლების არ არსებობა;
  • უთანასწორობა;
  • დასაქმების პირობების შეუსაბამობა.

შედეგები: 

ხშირად შშმ პირები რჩებიან ,,სცენის'' მიღმა, ,,კულისებში'',  ვერ პოულობენ ადგილს, სადაც იქნება შესაბამისი გარემო,  ყოველივე ზემოთხსენებული პრობლემა იწვევს სავალალო შედეგებს, პირველ რიგში საზოგადოება აიძულებს შშმ პირებს ჩაიკეტონ ,,სახლში'', საკუთარ თავთან. საზოგადოების დაბალი თვითშეგნება ქმნის მთელ რიგ პრობლემებს შშმ პირთა ცხოვრებაში, ისინი ვერ იაზრებენ, რამდენად აზარალებენ თავიანთი დამოკიდებულებებით მათ. ადაპტირებული გარემოს არ ქონა იწვევს, საზოგადოების სრულფასოვანი წევრების დაკარგვას, რომელთა გონებრივ შესაძლებლობებს ხშირ შემთხვევაში ზღვარი არააქვთ, ჩვენ ვკარგავთ დიდ, ჯანსაღ პროდუქტს მათი სახით, მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ გადაადგილების პრობლემა, ან განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობა. შშმ პირებს აკლიათ მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისგან, მშობლებისგან, ხშირად ისინი კარგავენ ნდობას მათ მიმართ. შშმ პირები ხანდახან რჩებიან განათლების გარეშე მათი მდგომარეობის გამო. ვერ იღებენ, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.  შევუზღუდოთ განათლება მდგომარეობის გამო, ეს ნიშნავს დავკარგოთ ახალი ძალები განვითარების სფეროში.   აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას ჰყავს შშმ პირები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება, რომ იყვნენ დასაქმებულნი გარკვეულ სფეროში, მაგრამ დამსაქმებელი მათ არ სთავაზობს მათზე მორგებულ გარემოს, შედეგი კი მარტივი აღსაქმელია, იკარგება კადრი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით შექმნას საუკეთესო პროდუქტი. ბავშვებს სჭირდებათ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, პარკში სეირნობისას მათ მხოლოდ სხვების გართობაზე ყურება უწევთ, რაც იწვევს უკმაყოფილობას საკუთარ ცხოვრებასთან და შესაძლებლობებთან, ,,რატომ არ ვგავარ სხვებს?'', ,,რატომ არ შემიძლია გავერთო ბავშვებთან?'' და ა.შ. ყველაზე სავალალო შედეგია მათი ფსიქოლოგიის დაზიანება, სტრესი, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, აზიანებს ნერვულ სისტემას, ჩვენ მათ ვტოვებთ ,,კულისებში'', უსინათლოდ, არ ვწევთ ,,ფარდებს'',რაც ისევ ჩვენ გვაზიანებს.

Σχόλια