სარჩევი
ელ. მონაწილეობა ნიშნავს, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება ონლაინ მექანიზმების მეშვეობით. ციფრული და მობილური ჩართულობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს გადაწყვეტილებების მიღებაში უფრო ეფექტურად ჩაერთონ, მიუხედავად ადგილისა და დროისა. ახალგაზრდებს სურთ საკუთარი იდეები და შეხედულებები ტექნოლოგიის საშუალებით გამოხატონ. აქტიური ახალგაზრდების ჩართვა ეფექტური იქნება როგორც ონლაინ, ისე ინტერნეტის გარეთ აქტივობების განსახორციელებლად. თუ გაქვთ სურვილი შეურთდე იდეების გაზიარების და ელექტრონული მონაწილეობის პროფესიონალთა ჯგუფს და აქტივისტებს, Facebook გვერდი "eparticipation" შენთვისაა: https://www.facebook.com/groups/eparticipation/
OPIN არის ახალგაზრდების ევროპული ჩართულობის პლატფორმა, ხელმისაწვდომი საჯარო ადმინისტრირებისთვის და ნებისმიერი ზომისა და ტიპის ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის, რომ საზოგადოების ჩართულობით სხვადასხვა აქტივობები განახორციელონ. დაინტერესებულ ინიციატორებს შეეძლებათ თავად დაიწყონ პლატფორმაზე მოღვაწეობა. OPIN-ის მეშვეობით მუნიციპალური თვითმმართველები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ახალგაზრდული კლუბები და მსგავსი ორგანიზაციები შეძლებენ ახალგაზრდების ჩართვას ონლაინ აქტივობებში. OPIN არის უნივერსალური ციფრული და მობილური მონაწილეობის საშუალება, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომია. მონაწილეობის ყველა საფეხური გამჭვირვალეა და მხარდაჭერილია OPIN-ის პროგრამული მხარდაჭერით:
http://www.flashpoll.eu
software-ში.
OPIN არის კვლევის შედეგი და ინოვაციური პროექტი სახელწოდებით „EUth - ინსტრუმენტები და რჩევები ახალგაზრდობის მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით“. პროექტი ხორციელდება 11 პარტნიორთან ერთად ევროპის 8 ქვეყნის სხვადასხვა სექტორში.
EUth დაარსებულია EU კვლევისა და ინოვაციური პროგრამა "HORIZON2020"-ის მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს მეტი ახალგაზრდის ჩართვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ნდობის გაზრდა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. EUth და მათმა პარტნიორებმა განავითარეს ახალგაზრდობასთან მეგობრული ციფრული და მობილური მონაწილეობის მექანიზმი და დასაბამი დაუდეს აქტივობებს, რომელიც ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია. OPIN შეიქმნა, როგოც გადაწყვეტილების მიღების გამარტივების მექანიზმი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ www.euth.net-ზე ან „ჩვენს შესახებ“ გრაფაში. ადევნე თვალი სიახლეებს
EUth-ის Facebook-ის და Twitter-ის მეშვეობით.
ამჟამად, პლატფორმის მიერ ჩართულობის 3 პროცესია შემოთავაზებული: „იდეების შეგროვება“, „თანამშრომლობითი ტექსტი“ და „მობილური გამოკითხვა“.
თქვენი აქტივობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთი ან რამდენიმე პროცესი და მოიწვიოთ მონაწილეები აქტივობებში ჩასართავად. მონაწილეები შეიძლება შემოგიერთდნენ ონლაინ დისკუსიებში და გააკეთონ კომენტარები და განაცხადები. დისკუსიების შედეგი და ხმის მიცემის პროცესი არის გამჭვირვალე.
როგორც ინიციატორს, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ დისკუსიის მოდერატორი. ეს როლი საშუალებას გაძლევთ ორგანიზება გაუკეთოთ საზოგადოებას, გააგზავნოთ მესიჯები მონაწილეებთან, დააკომენტაროთ მათი შემოთავაზებები და განსაზღვროთ შემოთავაზებების სტატუსი (მიღებულია, უარყოფილია, განხილვის პროცესშია და სხვა). როდესაც მონაწილეობის პროცესი დასრულდება, ინიციატორს შეუძლია პროცესის დახურვა.
თუ გინდათ მონაწილეობის მიღება OPIN-ზე 2016 – 2017 პერიოდში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@opin.me მოხარულნი ვიქნებით სამომავლოდ გაგიწიოთ მხარდაჭერა. თუ გსურთ ჩაერთოთ რომელიმე მიმდინარე მონაწილეობის პროცესში, ჯერ უნდა მიიღოთ მოწვევა ორგანიზაციისგან ელ-ფოსტაზე და მიყვეთ იქ მითითებულ ინსტრუქციებს. OPIN-ში გაწევრიანების შემდეგ, მოგეცემათ საშუალება მიუთითოთ საკუთარი ორგანიზაციის მონაწილეობის პროცესი. ამის შემდგომ, გექნებათ შანსი გამოხატო საკუთარი აზრი, მისცეთ ხმა და გააკეთოთ კომენტარი სხვა იდეებზე.
OPIN უფლებას გაძლევს მოიწვიო ახალი წევრები. ძირითადად, ეს პროცესი სრულდება მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის წესების მიხედვით. გთხოვთ, წინასწარ განსაზღვროთ, რამდენად მისაღებია ეს წესები თქვენი ორგანიზაციისთვის ან მუნიციპალიტეტისთვის, რომელშიც მუშაობთ. მომხმარებელი მიჰყვება შემდეგ საფეხურებს:
ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მონაწილეთა ჩართვას, მიიღებენ Excel-ის დოკუმენტისა და მოწვევის ტექსტის შაბლონს. დამატებით, განმარტებითი ტექსტი იქნება მოწოდებული. მონაწილეთა შემოყვანისას, Excel- ში მითითებულ თითოეულ მონაწილეზე, OPIN-ში, ავტომატურად იქმნე მომხმარებლის ანგარიში. მოსაწვევი იგზავნება OPIN-ის მიერ ყველა მონაწილის ელ-ფოსტაზე, რომელიც
შეიცავს თქვენს მიერ მომზადებულ მოწვევის ტექსტს, ასევე თქვენი პროექტის ბმულს და პაროლს.
მოწვეული პირის ანგარიში გააქტიურდება ბმულზე გადასვლის შედეგად, რის შემდეგაც საჭირო იქნება პაროლის შეცვლა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა შეყვანის ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ „იდეების შესაგროვებლად“ და “ტექსტზე ერთობლივი მუშაობა“
OPIN არის კვლევის შედეგი და ინოვაციური პროექტი სახელწოდებით „EUth - მექანიზმების და მობილური და ციფრული მექანიზმების გამოყენება ახალგაზრდულ მონაწილეობაში ევროპაში“. ის უზრუნველყოფს 18 წლამდე მონაწილეთა სახელების ანონიმურობას. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ Excel-ის შაბლონის გამოყენებისას მონაწილეთა მომხმარებლის სახელების ანონიმურობა დაცულია.
OPIN გვთავაზობს სამ ძირითად მონაწილეობის პროცესს: “იდეების მოგროვება“, “ტექსტზე ერთობლივი მუშაობა“ და “ მობილური გამოკითხვა“. ეს პროცესები ხორციელდება ორი ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფით: Adhocracy, რაც აძლევს OPIN-ს ვებ-გვერდის ფუნქციას იდეების ვირტუალურად მოგროვებისათვის, ტექსტებზე ერთობლივი მუშაობისთვის და მობილური აპლიკაცია FlashPoll-ი, სწრაფი და კონტექსტური კენჭისყრის საშუალება.
„იდეების მოგროვება“ არის მოსახერხებელი საშუალება კონკრეტულ საკითხზე ახალგაზრდებთან კონსულტაციის გასამართად ან ზოგადი დღის წესრიგის განსაზღვრისას. OPIN-ის პროცესების ფუნქციონირება ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ წინადადებები და შეისწავლონ არსებული იდეები.
“ტექსტზე ერთობლივი მუშაობა“ განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის, ახალგაზრდული საბჭოებისთვის ან საჯარო ადმინისტრაციებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, განცხადებებს ან სამუშაო პროგრამებს და სურთ ამისათვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება. პროცესი ინიციატორებს საშუალებას აძლევს პლატფორმაზე შექმნან ტექსტის მონახაზი. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოიწვიონ ახალგაზრდები თითოეულ პუნქტზე კომენტარების გასაკეთებლად და გამოავლინონ საკუთესო კომენტარი ხმის მიცემით.
„მობილური გამოკითხვა“ უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. FlashPoll არის უფასო მობილური აპლიკაცია, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია App Store-სა და Play Store-დან. ის საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებმა შექმნას პროფესიული გეოლოკალიზებული კვლევები და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს განსაზღვრულ მომენტსა და ადგილებში მობილური ტელეფონით პირდაპირ უპასუხონ გამოკითხვას.
OPIN ამ მომენტში ხელმისაწვდომია ინგლისში, დანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. თუმცა, როგორც ჭეშმარიტად ევროპული პლატფორმა ჩვენ მიზნად ვისახავთ ენობრივი ბარიერების მოხსნას და OPIN-ის უზრუნველყოფას რაც შეიძლება ბევრ ენაზე. თუ გსურთ გამოიყენოთ OPIN თქვენს მშობლიურ ენაზე, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ თარგმნის თაობაზე [ზე] opin.me / opin.atimiqd.de, რათა გაიგოთ უფრო მეტი ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის სათარგმნე პროცესში მონაწილეობაზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გავუფრთხილდებით თქვენ მონაცემებს და ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვას. OPIN განთავსებულია ევროპულ სერვერებზე, რომელთა მიმართებაში გამოიყენება ევროპული მონაცემთა დაცვის კანონები. ყოველი OPIN-ის ანგარიში დაკავშირებულია ელექტრონული ფოსტით. თითოეული მომხმარებელი ანგარშს პაროლით ადგენს.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი მონაცემები: ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი და მომხმარებლის სახელი. ჩვენ ვითხოვთ, რომ მომხმარებლის სახელის არჩევისას გამოიყენოთ ფსევდონიმი, რათა მესამე პირებმა და ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლონ თქენი ნამდვილი სახელის დადგენა. კონფიდენციალურობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, არასრულწლოვანთან დაკავშირებული და სხვა თემები კონფიდენციალურობის შესახებ იხილეთ ინფორმაცია იხილეთ: კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გამოყენების პირობები.
საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მონაწილეობის პრინციპი. ჩვენთვის მომხმარებელთა უკუკავშირი თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია. OPIN დაიწყო 2016 წელს; საბოლოო ვერსია 2017 წლის ბოლოს იქნება. სიახლეებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ: