OPIN-ის წარმომადგენლები

ახალბედა ხართ OPIN-ის სამყაროში და გინდათ შექმნათ პროექტი, მაგრამ არ იცით როგორ? მიმართეთ ერთ-ერთ თქვენს ადგილობრივ წარმომადგენელს. ის სიხარულით დაგეხმარებათ!

სლოვენიის გულის განვითარების ცენტრი

Anita.jpg

ანიტა მოლკა

anita.molka@razvoj.si

სლოვენიის გულის განვითარების ცენტრი ხელმძღვანელობს, კოორდინირებას ახდენს და აერთიანებს პროექტებს მოცემულ ოლქში, დაწყებული 2000 წლიდან. მისი გუნდი მრავალრიცხოვან ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულ და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რეალიზებას უკეთებს პროექტებს მოცემულ რეგიონში მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ის აგრეთვე ჩართავს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტში და აძლევს სტიმულს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში, რაც საშუალებას იძლევა მიიღო განათლება Erasmus+ პროექტების ჩარჩოებში და აერთიანებს მას სხვადასხვა სფეროს სხვა ადგილობრივ მონაწილეებთან. ის სთავაზობს მხარდაჭერას ახალგაზრდულ დაწესებულებებს, ახალგაზრდებს და სხვებს მონაწილეობის პროექტის რეალიზების ყველა ეტაპზე.

მოწინავე პროექტი: „გონების შტურმი“

Agenzija Zghazagh

simon.jpg

სიმონ ჩემბრი

agenzija.zghazagh@gov.mt

„Agenzija Zghazagh-ი“ უზრუნველყოფს ახალგაზრდებს დროითა და ადგილით, რომ მათ შეიძინონ მეგობრები, ისწავლონ ახალი მეთოდები და განავითარონ ნიჭი ჩვენი რეგიონალური მომსახურების დახმარებით, რაც განკუთვნილია ახალგაზრდობისთვის და პირადი ზრდის ფართო პროგრამისთვის.

მოწინავე პროექტი: „ტექსტის განხილვა“

ახალგაზრდული ორგანიზაციების გაერთიანება SEGA

Leila.jpg

ლელა იურკოვა

lelaj@infosega.org.mk

SEGA — ესაა ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებისთვის, აგრეთვე იგი მუშაობს ახალგაზრდობის აქტიურობის მხარდაჭერაზე, ინფორმაციის მისაწვდომლობით და ახალგაზრდების მონაწილეობით იმ საქმიანობაში, რომელიც გადაწყვეტს მათ პრობლემებს. ჩვენი მისიაა — გავაგრძელოთ მუ7შაობა ახალგაზრდობის გავლენის სფეროში, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის განვითარების მსვლელობას, აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს გადაწყვეტილებების მიღებაში ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე იმ საკითხებში, რაც მას უშუალოდ ეხება. SEGA, როგორც მყარი და განვითარებული ახალგაზრდული გაერთიანება საშუალებას აძლევს ახალგაზრდობას, ირწმუნოს საკუთარი თავის, მოახდინოს საკუთარი ინტერესების რეალიზება, შექმნას და აშენოს. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს და ახლაგაზრდა ადამიანებს მათი მონაწილეობის და ელექტრონული მონაწილეობის პროექტების გაშვებაში

მოწინავე პროექტი: „კონცეფციის გამოცდა“

Youth Horizon

david.jpg

დავით ჯინჯიხაძე

david.jinjikhadze@gmail.com

„Youth Horizon-ი“ — ესაა არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს საქართველოში. „Youth Horizon-ის“ მისიაა, საშუალება მისცენ ახალგაზრდებს მიიღონ მოქალაქეობა და მოახდინონ ინტეგრაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მოწინავე პროექტი: „სივრცითი გონებრივი შტურმი“
Community

თანასაზოგადოება OPIN

ჩვენ გვინდა შევქმნათ აქტიური და ცოცხალი თანასაზოგადოება პროექტების ინიციატორებისა და სხვა დაინტერესებული დაწესებულებებისთვის, რომ შეიქმნას თანაბარუფლებრივი გაცვლის საშუალება. შემდგარი პრაქტიკოსები ფლობენ ფასდაუდებელ ცოდნას, რაც სასარგებლო იქნება სხვა, ნაკლებად გამოცდილი პრაქტიკოსებისთვის. თანამშრომლობას და რეკომენდაციების გაცვლას თანასაზოგადოებაში აქტივისტ-თანამოაზრეებს შორის შეუძლია განავითაროს ელექტრონული მონაწილეობის უნარ-ჩვევები მთელს ევროპაში.

გახდით თანასაზოგადოების შესახებ ახალი ამბების გვერდის ხელმომწერი.