ინფორმაცია
პროექტ „წიგნის პროპაგანდა“ -ის მიზანი ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, მისით დაინტერესება და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ბენეფიციარები (გორის მუნიციპალიტეტის 4 თემში მცხოვრები 14-დან 20 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდები) შეხვდებიან თანამედროვე ქართველ მწერლებს და პოეტებს, სადაც მოხდება მათი შემოქმედების განხილვა, მოეწყობა ტრენინგ-სემინარები და საჯარო ლექციები ლიტერატორების მიერ, გაიმართება დისკუსიები და სხვადასხვა ლიტერატურული კლასიკების განხილვა დებატების ფორმატში, მოეწყობა ლიტერატურული საღამოები და აშ. პროექტის განმავლობაში განხილულ იქნება 20-მდე წიგნი და 50-მდე მხატვრული ნაწარმოები როგორც ქართული ისე უცხოური ლიტერატურიდან. პროექტის მონაწილე აქტიურ ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცემათ წიგნები.