ახალგაზრდების იდეების შეგროვება სათამაშო მოედნისთვის.

BP_Header_Slov.jpg

ახალგაზრდების იდეების შეგროვება სათამაშო მოედნისთვის OPIN-ის ბრეინსტორმინგის გამოყენებით.

ლითიას მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ახალი რეკრეაციული ცენტრის მშენებლობა. რეკრეაციული ცენტრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა საველოსიპედო ბილიკი BMX ველოსიპედისთვის. ამ პარკის განახლებისთვის მუნიციპალიტეტმა მიიღო რეკომენდაციები მოქალაქეებისგან, რომელიც შეიტანეს პარკის განახლების გეგმაში. ვინაიდან, მოედანი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, მნიშვნელოვანი იყო მათი იდეების, სურვილებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით გამოკითხვის ჩატარება.


მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არ იცოდნენ მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.


OPIN-ის პლატფორმამ ახალგაზრდებს მისცა საშუალება თავიანთი მოსაზრებები გაეცნოთ მუნიციპალიტეტისთვის. თავის მხრივ, მუნიციპლიტეტს მიეცა ახალგაზრდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. ახალგაზრდებისგან იდეების შესაგროვებლად ადგილობრივმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, Development Centre of the Heart of Slovenia-მ გამოიყენა OPIN-ის ბრეინსტორმინგის ინსტრუმენტი. მონაწილეებს შეეძლოთ საკუთარი წინადადებების შექმნა, სხვა მონაწილეების შემოთავაზებებზე კომენტარების გაკეთება და ხმის მიცემა. ლითიაში მონაწილეობის პროცესი გაგრძელდა მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე და შედეგად შეგროვდა 25 წინადადება, რომელთა ნაწილის ინტეგრირება განსაზღვრულია რეკრეაციული პარკის დეტალურ დაგეგმარებაში. მაშ, როგორ მივაღწიეთ ამ შედეგებს? Development Centre of the Heart of Slovenia-მ დახმარებისთვის მიმართა ადგილობრივ საშუალო სკოლას. სკოლა მოტივირებული იყო მიეღო პროექტში მონაწილეობა, რათა მას მიეცა საშუალება ჩაერთო საკუთარი მოსწავლეები ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებაში. სოციოლოგიისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს სთხოვეს წარედგინათ მონაწილეობის პროექტი თავიანთ კლასებში და მოეწვიათ მოსწავლეები მონაწილეობის მისაღებად. Development Centre of the Heart of Slovenia -მ ახალგაზრდებს გააცნო პლატფორმა OPIN-ი. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები დარეგისტრირდნენ OPIN-ზე. შემდეგ განიხილეს ერთმანეთის იდეები და გამოაქვეყნეს ისინი პლატფორმაზე. ამისათვის მათ გამოიყენეს საკუთარი სმარტფონები. ამ გზით, მათ შეძლეს თავიანთი იდეები გაევრცელებინათ სკოლის სხვადასხვა კლასში და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოთ ამ პროცესში.

მეორე ფაზაში მუნიციპალიტეტი გამოეხმაურა იდეების ავტორებს და უკუკავშირი დაუბრუნა მათ წარდგენილი იდეების განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შემდგომში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ხმა მისცენ და გამოავლინონ საუკეთესო იმ იდეებისგან, რომლებიც შეგროვდა OPIN-ის იდეების შეგროვების ინსტრუმენტის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს ხმა მისცენ შემოთავაზებულ იდეებს. ახალგაზრდებს შეუძლიათ დემოკრატიულად აირჩიონ მათთვის სასურველი წინადადებები და განსაზღვრონ პრიორიტეტები. საბოლოო შედეგების გაზიარება მოხდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და აცნობებს მას საზოგადოებას. წარმატების ერთ-ერთი გასაღები იყო კავშირი თვითმმართველობასა და სკოლას შორის. Development Centre of the Heart of Slovenia-მ აიღო შუამავლის როლი, მხარი დაუჭირა ყველა მონაწილეს და უზრუნველყო ელექტრონული მონაწილეობის განხორციელება პლატფორმა OPIN-ის მეშვეობით. პროექტის პირველ ეტაპზე, მოხდა ციფრული ჩართულობის უპირატესობების წარმოჩენა და თვითმმართველობისთვის OPIN-ის ინსტრუმენტების წარდგენა. მოტივირებული მასწავლებლებისა და პროექტის უშუალოდ კლასში წარდგენის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ახალგაზრდების დიდ ნაწილთან დაკავშირება და მათ კითხვებზე პასუხების გაცემა. ყველა რეკომენდაციის ონლაინ და ერთ სივრცეში განთავსების შესაძლებლობა უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას და ახალგაზრდების ჩართულობას. მოცემულმა პროექტმა საფუძველი ჩაუყარა თვითმმართველობასა და ლითიას სკოლას შორის თანამშრომლობას ახალგაზრდების მონაწილეობის მიმართულებით.

BP_Gallery_5_SLov_lan.jpg
BP_Gallery_3_Slov_lang.jpg
BP_Gallery_4_Slov_lang.jpg

მიიღე შთაგონება Development Centre of the Heart of Slovenia-სგან

The Development Centre of the Heart of Slovenia has been leading, co-ordinating and connecting development projects of the area since 2000. It offers support to youth institutions, young people and others in all steps of implementing a participatory project.

ჩვენი ელჩები

Anita.jpg

მეტი მაგალითის ნახვა