информации
ძვირფასო ლიდერებო,
2018 წელი გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, „ევროპის ახალგაზრდული საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტო“, 2500 ევროს (≈7500ლ.) ფარგლებში მხარს დაუჭერს ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია:
- პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების გავრცობაზე;
- პლატფორმა OPIN-ის პოპულარიზაცია და მისი პროცესში გამოყენებაზე.
იდეების გენერირების ხელშესაწყობად შეგიძლიათ იფიქროთ შემდეგი მიმართულებებით:
- „თემის ლიდერთა პროგრამის“ ფარგლებში გამორჩეული (მიღწევებით) მონაწილეების წახალისება;
- პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი ერთ-ერთი მიმართულებით (წიგნის პროპაგანდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემო, სკვერი და საგზაო უსაფრთხოება) ფართომასშტაბიანი ღონისძიების ან მცირე პროექტის ორგანიზება;
- ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან (12 აგვისტო) დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ღონისძიების ორგანიზება მუნიციპალიტეტის, რეგიონის ან ქვეყნის მასტშაბით.
! გაითვალისწინეთ, რომ მაღლა ჩამოთვლილი მიმართულებები მოცემულია რეკომენდაციის სახით. აღნიშნული მიმართულებები არ არიან ურთიერთგამომრიცხავი ერთმანეთთან მიმართებაში. თანხის ათვისების დაწყება შესაძლებელი იქნება ზაფხულის განმავლობაში.