OPIN - ახალგაზრდული ელ-ჩართულობის პროექტებისთვის ევროპული ინსტრუმენტი
OPIN არის უნივერსალური ციფრული და მობილური ინსტრუმენტი, რომელიც მარტივად ინტეგრირდება ახალგაზრდული ორგანიზაციების და საჯარო უწყებების ვებ-პორტალზე.
OPIN აძლევს მონაწილეობაზე ორიენტირებულ პროექტებს ციფრულ სახლს. პროექტის ყველა ფაზა არის გამჭირვალე და მხარდაჭერილი OPIN-ის პროგრამული უზრუნველყოფით:
ინსტრუმენტი შექმნილია ხარისხიანი მონაწილეობის მხარდასაჭერად. პროექტის მართვისთვის თავმოყრილი პრაქტიკული რჩევები და ინსტრუმენტები მოგცემთ საშუალებას დაგეგმოთ და იპოვოთ თქვენი მიზნისთვის შესაბამისი საშუალებები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს OPIN-ის მუშაობის შემოწმება ხუთი საპილოტე პროგრამის მიხედვით, რაც მოგვცემს უკუკავშირს OPIN-ის განვითარებისთვის. ესენია:
OPIN-ის პლატფორმა და მისი მახასიათებლები შეიქმნა პროექტის „EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით“ფარგლებში. პროექტი ხორციელდება 2015 წლის 15 მარტიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 კვლევა და ინოვაციის მხარდაჭერით.
2018 წლის მარტამდე, პროგრამული უზრუნველყოფის გარდა, იგეგმება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ვებ-გვერდს: www.euth.net
პროექტის „EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით“ მიზანია უზრუნველყოს ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაზარდოს ნდობა ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუტებში. ამისათვის საჭიროა შემდეგი:
აღნიშნული ინსტრუმენტი იქმნება EUth-ის პროექტის ფარგლებში. OPIN არის უნივერსალური ციფრული და მობილური ინსტრუმენტი მონაწილეობისთვის. ის მარტივად ინტეგრირდება ახალგაზრდული ორგანიზაციებსა და საჯარო უწყებების ვებ-პორტალზე.
პროექტმა ‘EUth - ინსტრუმენტები და პრაქტიკული რჩევები მობილური და ციფრული მონაწილეობისთვის ევროპის მასშტაბით’ მიიღო დაფინანსება ევროკავშირის ჰორიზონტი 2020 კვლევა და ინოვაციის პროგრამის No 649594 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.