ახალგაზრდა ამომრჩეველთა საჭიროებებისა და პარტიული პროგრამების ერთმანეთთან დაკავშირება.

BP_Gallery_3_Mac_lang.jpg

ახალგაზრდა ამომრჩეველთა საჭიროებებისა და პარტიული პროგრამების ერთმანეთთან დაკავშირება.

როგორ წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ გამოიყენონ თავიანთი ხმის მიცემის უფლება არჩევნებზე? ეს იყო აქტუალური საკითხი მაკედონიის ქალაქ პრილეპში ადგილობრივი არჩევნების წინ. ახალგაზრდა ამომრჩევლები, ხშირ შემთხვევაში, არ იცნობენ პარტიულ პროგრამებს. გარდა ამისა, პროგრამები არ ითვალისწინებდნენ ახალგაზრდების მოლოდინებსა და საჭიროებებს. ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით და პოლიტიკური პარტიებისთვის ახალგაზრდა ამომრჩეველთა საჭიროებების გასაცნობად, SEGA-მ ჩაატარა ელექტრონული მონაწილეობის პროექტი.


პლატფორმა OPIN-ი იძლევა ახალგაზრდების იდეების შეგროვების და გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე მათი წარდგენის საშუალებას.


იდეების კონკურსის მოდული შედგება ორფაზიანი პროცესისგან: შეგიძლიათ ჯერ შეაგროვოთ იდეები და შემდეგ მისცეთ ხმა საუკეთესო იდეას. ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ უამრავი იდეა და ამის საფუძველზე განსაზღვროთ პრიორიტეტები. როდესაც გსურთ გავლენა მოახდინოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მნიშვნელოვანია მკაფიოდ გააჟღეროთ თქვენი სათქმელი. შეგროვებულ წინადადებებზე ხმის მიცემა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეხმარება გამოავლინონ ყველაზე აქტუალური საჭიროება.

SEGA-მ მოაწყო მცირე, ონლაინ შეკრებები, რათა განეხილათ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ახალგაზრდების აქტივიზმი და მონაწილეობა, განათლება და სპორტი, ეკოლოგია, კულტურა და ცხოველთა დაცვა. ჯგუფური დისკუსიების შედეგები აისახა OPIN-ის პლატფორმაზე. შემდგომში სხვა ახალგაზრდებს შეეძლოთ არსებული იდეების მხარდაჭერა ან ახალი იდეების დამატება. პლატფორმა OPIN-ის გამოყენების პარალელურად ონლაინ სემინარების და პირისპირ შეხვედრების ორგანიზება აღმოჩნდა იდეების შეგროვების ეფექტური საშუალება. გარდა ამისა, ამან შესაძლებელი გახადა პარტიების წარმომადგენლების ჩართვა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში.

ძნელია მონაწილეთა დაინტერესება ისარგებლონ მათთვის უცნობი პლატფორმით, როგორიც ჩვენ შემთხვევაში იყო OPIN-ი. ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს გაცნობითი ხასიათის ონლაინ სემინარების ჩატარება. ვიდეოზარში შეგიძლიათ სწრაფად აჩვენოთ მონაწილეებს თუ როგორ შიძლება პლატფორმის გამოყენება და აუხსნათ პროექტის მიზნები. სემინარებთან ერთად სოციალური მედიის კამპანიის განხორციელება დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი პროექტის გავლენა.

რაც მთავარია ახალგაზრდა ამომრჩევლები ჩაერთნენ დისკუსიაში, როგორც თანატოლებთან, ისე პარტიის წევრებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ციფრული ჩართულობის პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდებს საკუთარი იდეების გაზიარებაში. შეგროვებული იდეები აისახა ყოვლისმომცველ სარეკომენდაციო დოკუმენტში, რომელიც გადაეცა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და პოლიტიკურ პარტიებს. რეკომენდაციები დაეხმარა მათ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის შეემუშავებინათ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები.

BP_Gallery_1_Mac_lang.jpg
BP_Gallery_2_Mac_lang.jpg
BP_Gallery_3_Mac_lang.jpg

მიიღე შთაგონება SEGA-სგან

SEGA არის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული პლატფორმა, რომელიც ეძღვნება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებას, ასევე ახალგაზრდების აქტივიზმის მხარდაჭერას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდების მონაწილეობას მათი პრობლემების გადაჭრის ღონისძიებებში.

Leila.jpg

მეტი მაგალითის ნახვა