საჭიროებების იდენტიფიცირება და იდეების კონკურსი რუკის მეშვეობით.

2_Georgien_quad.jpg

საჭიროებების იდენტიფიცირება და იდეების კონკურსი რუკის მეშვეობით.

საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე, ორგანიზაცია “ახალგაზრდული ჰორიზონტი” იყენებს პლატფორმა OPIN-ის რუკის მოდულს, რათა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა დააფიქსირეს საკუთარი საჭიროებები და იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს თავიანთ მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სივრცის განვითარება.


სივრცითი ბრეინსტორმინგის მეთოდების ძირითადი უპირატესობებისა, ის ეხმარება სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრებ ადამიანებს გაერთიანებაში.


პლატფორმა OPIN-ის რუკის გამოყენებით 12 სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ მოხდა იდეების გენერირება. OPIN-ის მეშვეობით მონაწილე ახალგაზრდებმა იდეები დაიტანეს საკუთარი თემის რუკაზე, რაც დაეხმარა მათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების უკეთ შესწავლაში. ახალგაზრდების მიერ გაზიარებული საჭიროებები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა

  • ეკოლოგია;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა;
  • წყლის მიწოდება;
  • შენობების და ქუჩების ადაპტირება შშმ პირებისთვის;
  • ინტერნეტის ხელმისაწვდომობა სოფლებში.

სივრცითი ბრეინსტორმინგის მეთოდების ძირითადი უპირატესობებისა, ის ასევე ეხმარება სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრებ ადამიანებს გაერთიანებაში.

ქობულეთელი ახალგაზრდების მიერ რუკაზე მონიშნული იდეების საფუძველზე, პროექტის ორგნიზატორებმა შეიმუშავეს სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც გაეგზავნა ადგილობრივ თვითმათველობას განსახილველად.

ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეების მრავალფეროვნება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს გადაწვყვეტილების მიღების პირთათვის, ვინაიდან ყველა იდეა თავისებურად მნიშვნელოვანია, ხოლო მუნიციპალური რესურსები შეზღუდული. დამატებით სირთულეა ის ფაქტი, რომ პროექტში ჩართული ახალგაზრდები ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში, რაც წარმოადგენს გამოწვევას პრიორიტეტის შედგენისას მსგავსი შინაარსის იდეების შემთხვევაში. OPIN-ის რუკა ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აღმოაჩინონ სინერგიის პოტენციალი იდეებს შორის და მიაღწიონ საბოლოო დასკვნას.

შესაძლოა მუნიციპალიტეტს არ ჰქონდეს ერთბაშად ყველა სოფლის სპორტული მოედნით აღჭურვის ფინანსური შესაძლებლობა, თუმცა OPIN-ის რუკის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ერთი ან რამდენიმე ლოკაციის განსაზღვრა აღნიშნული საქმიანობისთვის. იდეების და საჭიროებების რუკაზე აღწერა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს ციფრული ჩართულობის პროცესში, რადგან ის ნათლად წარმოაჩენს ახალგაზრდების საჭიროებებს და ეყრდნობა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ადგილობრივი კონტექსტის ცოდნას. რუკით მიღებული ინფორმაცია იძლევა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მონაწილეობის შემდგომ ეტაპებზე.

3-quad-georgien
2- quad-georgien
4-quad.png

david.jpg

ინტერვიუ დავით ჯინჯიხაძესთან ორგანიზაცია “ახალგაზრდული ჰორიზონტი”-დან

ახალგაზრდული ჰორიზონტი არის არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში დაფუძნებული.

ელჩების სია

მეტი მაგალითის ნახვა