რატომაა მონაწილეობა მნიშვნელოვანი

ჩვენი მისია — ესაა დემოკრატიული კულტურა, რომელშიც ყველას შეუძლია მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

მოქალაქეების მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში — თუკი სწორად მოხდება მისი ორგანიზება — მიგვიყვანს უფრო კანონიერი, უფრო ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებამდე. იგი მხარს უჭერს დემოკრატიის არსებობას, ამარტივებს რა დიალოგს მოქალაქეებსა და გადაწყვეტილების მიმღებს პირებს შორის იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც უნდა მიიღოთ და წესებთან მიმართებაში, რომელიც უნდა დამუშავდეს.

რატომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდობამ?

დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობისთვის და ახალგაზრდებისთვის სტიმულის მისაცემად, აქტიური ზემოქმედებით მათ ცხოვრებაზე, მნიშვნელოვანია შესთავაზოთ მათ პლატფორმები და სტრუქტურები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ჩართვისათვის. ახალგაზრდები ჯერ კიდევ მცირედ არიან წარმოდგენილი მონაწილეობის უფრო ტრადიციულ პროცესებში, რომელიც, როგორც წესი, მოწყობილია ისე, რომ მოიცავს ყველა ასაკის მოქალაქეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მიზანმიმართული ძალისხმევა ახალგაზრდების ჩართვისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მოისმინეთ ჩვენი პოდკასტი: ელექტრონული მონაწილეობის მომავალი

გთავაზობთ პოდკასტების სერიას „DiGY“. მოცემულ ეპიზოდში ვისაუბრებთ მნიშვნელოვან თემაზე, კერძოდ კი, ელექტრონული მონაწილეობის მომავალზე. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება იუხა კივინიემი ფინური ორგანიზაციიდან „Verke“.

იუხა კივინიემი

Juha Kiviniemi

იუხა კივინიემი — ესაა ახალგაზრდობასთან მუშაობის სპეციალისტი ციფრულ სფეროში „Verke-დან“, ციფრულ სფეროში ახალგაზრდობასთან მუშაობის კომპეტენციის ეროვნული ცენტრიდან, რომელიც მდებარეობს ფინეთში. იუხა — ესაა ენთუზიასტი-შემქმნელი, რომელიც გატაცებით საქმიანობს უფრო პრაქტიკული სწავლების ტექნოლოგიების დასანერგად ახალგაზრდობასთან მუშაობის სფეროში და წინ სწევს საზოგადოების ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის ახალ მეთოდებს. როდესაც იუხა არ ასწავლის სპეციალისტებს ახალგაზრდულ სფეროში ფინეთში ან მის ფარგლებს გარეთ, აუცილებლად იპოვით მას თავის სახლის ოფისში ჰელსინკში, სადაც იგი ექსპერიმენტირებს ახალი ტექნოლოგიებით ან რაიმეს ქმნის ტყავისგან.

ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით:

License and Logos long

ჩაუღრმავდით

გაეცანით ჩვენს თავს ელექტრონული სწავლების შესახებ. ჩვენ წარმოგიდგენთ სასარგებლო რეკომენდაციებს თქვენი (ციფრული) მონაწილეობის პროცესისთვის.