შედეგების შეჯამების ეტაპი

თქვენ თითქმის საფინიშე ხაზზე ხართ. და მაინც ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაო, რომ პროექტის შედეგები მომზადდეს და გადასხვაფერდეს მისაღებ რეზულტატად, რომელიც შემდეგში უნდა შეატყობინოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და არა მარტო მათ. და არ დაგავიწყდეთ შეფასების ჩატარება!

შეატყობინეთ შედეგების შესახებ მარტივად მისაწვდომი, გამჭვირვალე და მისაღები გზით

ფორმის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია წარადგინოთ შედეგები გამჭვირვალე ხერხით, რომელიც ასე მოსწონს მიმღებთ. რადგანაც არსებობს შედეგების რამდენიმე მიმღები, აქ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული ძალისხმევა. თქვენ შეიძლება ჰკითხოთ მიმღებთა სხვადასხვა ჯგუფს, როგორ ამჯობინებენ ისინი შედეგების მიღებას. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეიძლება ერთი რომელიმე ხერხი ურჩევნიათ, მსს-ს (მასობრივი საინფორმაციო საშუალებები) — მეორე, ახალგაზრდობას — მესამე.

იდეების, რეკომენდაციებისა და სხვა სახით ფაქტიური შედეგების წარდგენის გარდა, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ახსნათ პროექტის შედეგების მნიშვნელობა და დანიშნულება. თქვენ უნდა ყველას გააგებინოთ, რომ ახალგაზრდების ჩართვით შედეგების მიღების პროცესში მიიღწევა რეალური ხარისხიანი შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა გამოიყენოთ შედეგები, რომ აჩვენოთ — ახალგაზრდების მონაწილეობა ნამდვილად ამართლებს.

OPIN-ი გვთავაზობს სპეციალურ „შედეგების თავს“, სადაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ მონაწილეობის ეტაპის შედეგები. არ დაგავიწყდეთ შეავსოთ იგი მათთვის, ვინც (ხელმეორედ) გახდა თქვენი პროექტის მონაწილე მისი დასრულების შემდეგაც.

მოისმინეთ ჩვენი პოდკასტი: გადაწყვეტილებების მიმღები პირების პერსპექტივები.

გთავაზობთ პოდკასტების სერიას „DiGY“. მოცემულ ეპიზოდში ვისაუბრებთ თემაზე „ მედლის მეორე მხარე: გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა პერსპექტივები“. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ჯეისონ ზამიტი, უფროსი მენეჯერი პოლიტიკის კვლევის, სტრატეგიისა და რეალიზაციის კუთხით ახალგაზრდობასთან მიმართებაში „Agenzija Zghazagh-ში“ — ესაა მალტაზე არსებული სააგენტო ახალგაზრდობის საკითხებზე.

5 სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს შედეგების შეჯამების ეტაპის დროს

  1. პირადად წარუდგინეთ შედეგები გადაწყვეტილებების მიმღებთ
    თქვენ კარგად უნდა მოემზადოთ ასეთი შეხვედრებისთვის. გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა შესაძლოა დაგისვან სერიოზული შეკითხვები, როგორიცაა მონაწილეთა რაოდენობა, წარმომადგენლობა, შედეგები მისაღებია თუ არა, საინფორმაციო მასალების ნეიტრალობა და ა.შ. დაწვრილებით აქ

  2. შეატყობინეთ თქვენი შედეგები გადაწყვეტილებების მიღების დონის მიღმა
    მნიშვნელოვანია თან ახლდეთ ახალგაზრდა მონაწილეებს. ჯერ ერთი, თქვენ მათ უნდა გაუგზავნოთ შედეგები. მეორეც, უნდა გყავდეთ საქმის კურსში იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც რეალიზდება, რათა მათმა მონაწილეობამ მოიტანოს სარგებელი, აგრეთვე იმ შედეგზე, რომელსაც მიაღწიეთ იმ დროისთვის.

  3. შეაფასეთ პროექტთან დაკავშირებული ნამუშევრები
    შეკრიბეთ თქვენი გუნდის წევრები, რომ ჩაატაროთ პროექტთან დაკავშირებული ნამუშევრების შიდა შეფასება. მიუთითეთ, რამდენად მოახდინეთ იმ მიზნების რეალიზება, რომელიც განსაზღვრეთ კონცეფციის შემუშავების ეტაპზე ბმული. მოამზადეთ რამდენიმე შესაფასებელი შეკითხვა და სთხოვეთ ახალგაზრდა მონაწილეებს უპასუხონ მათ. თქვენ შეიტყობთ, რა განხორციელდა წარმატებით და რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად მომავალში.

  4. ღიად მოახდინეთ პროექტის ზემოქმედების დემონსტრირება
    წარმატება იზომება იმ ზემოქმედებით, რომელსაც თქვენ მიაღწევთ. ზემოქმედების შეფასება — ესაა თქვენი შანსი მოახდინოთ იმ შედეგის დემონსტრირება, რომელსაც მიაღწია პროექტმა ბევრ სხვადასხვა დონეზე. შეისწავლეთ ზემოქმედება მიზნობრივ ჯგუფზე (ახალგაზრდობა), გადაწყვეტილებების მიღების დონეზე, თქვენს დასახლებულ პუნქტზე/რეგიონზე, თქვენს ორგანიზაციასა და პერსონალზე. თუკი პროექტი დადებითად იქნება შეფასებული, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შეუძლიათ მომავალშიც იმუშაონ ელექტრონული მონაწილეობის ახალ პროექტებთან. დაწვრილებით აქ.

  5. გააკეთეთ ახალგაზრდობის ელექტრონული მონაწილეობის მომავალი პროექტის ინიცირება
    მთლიანობაში მოქალაქეები — როგორც ახალგაზრდები, ისე ხანშიშესულები — გატაცებული არიან პოლიტიკით მსგავს პროცესში მონაწილეობის შემდეგ. შედეგად, ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, მოახდინოთ თქვენი მომდევნო პროექტის ინიცირება რაც შეიძლება მალე უკვე არსებული ენერგიის შესანარჩუნებლად. ეს სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენი დემოკრატიის შენარჩუნებაში გვეხმარება!

ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით:

License and Logos long

გადახედეთ მონაწილეობის სხვა ეტაპებს