მონაწილეობის ეტაპი

ამ დროისთვის თქვენ უკვე ჩაატარეთ ყველა პრაქტიკული სამზადისი და მზად ხართ პროექტის რეალიზაციის დასაწყებად.. ახლა საჭიროა შექმნათ ოპტიმალური პირობები მონაწილეობისთვის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შედეგს მიაღწიოთ.

მოდერირება ელექტრონულ მონაწილეობაში

ელექტრონული მონაწილეობის წარმატებული პროექტის გასაღებია თანასაზოგადოების მოხერხებული ონლაინ-მენეჯერი. თანასაზოგადოების მენეჯერი — ესაა რაღაც შუალედური დარაჯსა და მეგობარს შორის, და ის უზრუნველყოფს პროცესის სწორ მსვლელობას. როდესაც განხილვები აცდება თემას, თქვენ უნდა დააბრუნოთ ისინი სწორ კალაპოტში. რომ გაიგოთ, რას შეიძლება შეეჯახოთ, ჩვენ გირჩევთ ივარჯიშოთ მოდერირებაში თქვენი პროექტის გამოქვეყნების გზით მომხმარებელ-ტესტირების ჩამტარებელთა სპეციალური ჯგუფისთვის, რომლებიც ონლაინ გამოგცდიან, გამოიყენებენ რა OPIN-ს, თითქოს ეს რეალური პროექტია. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ გამოქვეყნების წინ წაშალოთ პროექტი ნამდვილი მომხმარებლებისთვის. თუკი თქვენი პროექტი მცირე მასშტაბისაა, მაშინ , როგორც წესი, თანასაზოგადოების სპეციალურად დანიშნული მენეჯერი არ ესწრება, ამიტომაც თქვენ, როგორც ინიციატორს, შესაძლოა მოგიხდეთ ამ როლის შესრულება. აქვე იხილეთ რეკომენდაციები მოდერირების შესახებ [Reviewer1] და აგრეთვე, როგორ მოამზადოთ პროექტი.

როგორც კი თქვენი პროექტი ამუშავდება OPIN-ზე, არ დატოვოთ ახალგაზრდა მომხმარებლები მარტო 24 საათით. თანასაზოგადოების ონლაინ-მენეჯერის მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს მეტ ხანს, ვიდრე სამუშაო დღე 09:00-დან 17:00-მდე. თუმცა ცხადია, რომ თქვენ ვერ იქნებით ონლაინ მთელი დღე-ღამე/ შედეგად, ელექტრონული მონაწილეობის პროექტის გაშვების წინ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად ხშირად იქნებით მისაწვდომი ონლაინ, შემდეგ კი ეს ცხადად უნდა განუმარტოთ ახალგაზრდა მონაწილეებს. თუკი თქვენ ვერ დაესწრებით არა სამუშაო დროს, შეატყობინეთ ახალგაზრდა მონაწილეებს, როდისთვის შეეძლებათ შეკითხვებზე პასუხების მიღება.

7 სასარგებლო რეკომენდაცია, რომელიც უნდა გახსოვდეთ მონაწილეობის ეტაპის დროს

  1. მოამზადეთ სახელმძღვანელო ყოველი საფეხურისთვის
    შექმენით საბუთი, რომელშიც დაწვრილებით იქნება აღწერილი მონაწილეობის ეტაპის ყველა პუნქტი, რომ გუნდის ყოველმა წევრმა ზუსტად იცოდეს, რა აკეთოს, სად და როდის. არ დაივიწყოთ ჩართოთ სტრატეგია, რათა ახალგაზრდა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ თქვენ იყენებთ OPIN-ს, როგორ შევიდნენ იქ და როგორ გამოიყენონ. გამოიყენეთ თქვენი ნამუშევარი, რომელიც მიიღეთ პროექტის ტესტირების დროს, რათა გამოჰყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი. დაწვრილებით იხილეთ აქ.

  2. ორგანიზება გაუკეთეთ სასწავლო სესიას
    ყოველთვის არსებობენ გუნდის მონაწილეები ან წევრები, რომლებიც აგვიანებენ ღონისძიებაზე. სასწავლო სესიის დახმარებით, თქვენ შეძლებთ მათ ჩართვასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში. ეს შესაძლოა იყოს ერთობლივი ონლაინ-სწავლება OPIN-ის საფუძველზე ან ვებინარი, სადაც თქვენ წარადგენთ პროექტის მიზნებს და OPIN-ის თავისებურებებს ეკრანის ანაბეჭდებითა ან მსგავსი საშუალებებით. დაწვრილებით აქ.

  3. თვალყური ადევნეთ პირებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს
    ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს მათთან ერთად საინფორმაციო თათბირის ორგანიზება, რომ ისინი მოემზადონ ონლაინ და ოფლაინ- ღონისძიებებისთვის (ესაა ღონისძიებები, რომელიც ტარდება ქსელის გამოყენებით ან მის გარეშე), და ზუსტად იცოდნენ, რას ელიან მათგან.

  4. ჩაატარეთ ფინალური შემოწმება და საჩვენებლად აკონტროლეთ სიტუაცია
    მიაწოდეთ საინფორმაციო მასალები არა მხოლოდ თქვენი საკომუნიკაციო არხებით, აგრეთვე თქვენი OPIN პროექტის საინფორმაციო განყოფილებაში. დარჩით ხაზზე მონაწილეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. რეგულარულად შეუარეთ საკუთარ გუნდს. დაწვრილებით აქ.

  5. წარუდგინეთ ახალგაზრდა მონაწილეებს დიალოგის სათანადოდ წარმართვის წესები
    შესაძლოა, თქვენი პროექტი მონაწილეებისთვის პირველ დემოკრატიულ ღონისძიებად იქცეს. ამრიგად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ დადებითი გამოცდილება და შემდეგშიც მიიღონ მონაწილეობა, როდესაც მათ კვლავ სთხოვენ საკუთარი აზრის გამოთქმას. ამასთან მიმართებაში თქვენ გამოგადგებათ OPIN-ის ქცევის წესები. დაწვრილებით აქ.

  6. სთხოვეთ ახალგაზრდა მონაწილეებს გააკეთონ საკუთარი შეფასება
    უპირველეს ყოვლისა, როგორც ეს უკვე ნახსენები იყო თავში „კონცეფციის დამუშავების ეტაპი“, თქვენ შეიტყობთ, რა განხორციელდა წარმატებით და რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად მსგავსი პროექტის კიდევ ერთხელ გაშვებისას. მეორე, ესაა დოკუმენტაცია გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. დაწვრილებით აქ.

  7. იყავით თქვენს მონაწილეებთან თქვენი ახალგაზრდა მონაწილეები
    მუდმივად საქმის კურსში უნდა გყავდეთ თქვენი პროექტის მსვლელობისას. თქვენ უნდა ატყობინებდეთ ღონისძიების შედეგებს აუხსნათ, როგორ ხდებოდა და მომავალში მოხდება მათი გამოყენება. ამ მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოთ „საინფორმაციო“ თავი და „შედეგების თავი“ თქვენს OPIN-ის პროექტში.

ამ ვებსაიტზე განთავსებული ყველა ტექსტი და რესურსი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროექტი DIGY-ის ფარგლებში და გამოქვეყნებულია შემდეგი ლიცენზიით:

License and Logos long

გადახედეთ მონაწილეობის სხვა ეტაპებს